სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 816.70 მლნ ლარით (1.55%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.11%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 51.84 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.78 მლნ ლარით (0.58%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.91 მლნ. ლარით(2,73%-ით) შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 1.75%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.21%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 14.41 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.14%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.17%-ით ნაკლები).
2024 წლის იანვრის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 35.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 27.16 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.3% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.54%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.29%-ით).