ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი „მთლიანად არის დამოკიდებული” ჩინეთის ლითიუმზე.
როგორც ირკვევა ევროკავშირის ქვეყნები საჭირო მარაგის 97%-ს იმპორტს ჩინეთიდან ახორციელებენ.
„ჩინეთმა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში სტრატეგიული საბადოები იყიდა გლობალურად. ისინი იღებენ ნედლეულს, გადაამუშავებენ ჩინეთში და აქვთ ამ ნედლეულზე მონოპოლია. ლითიუმის 97%, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ვიყენებთ, ჩინეთიდანაა. ასე რომ, ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული ჩინეთზე”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ჩინეთის გავლენის ზრდა სულ უფრო დიდ საფრთხედ აღიქმება დასავლეთის ეკონომიკისთვის.
2023 წლის სექტემბერში ევროპული მედია მიუთითებდა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის ლითიუმ-იონური ბატარეების ევროპული წარმოება მთლიანად ჩინეთზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, ლითიუმ-იონური ბატარეები აუცილებელია ელექტრომობილების, სმარტფონების, ლეპტოპებისა და განახლებადი ენერგიის სისტემებისთვის.
ლითიუმი ასევე გამოიყენება კოსმოსურ ხომალდებსა და თანამგზავრებში ექსტრემალურ გარემოში ენერგიის მიწოდების უნარის გამო.
ლითიუმის წარმოების ლიდერები არიან ავსტრალია, ჩილე და ჩინეთი. აახლახანს ტაილანდმა აღმოაჩინა 15 მლნ ტონა ლითიუმი და უდიდესი მომპოვებლების ჩამონათვალში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.