ბრიტანელები გააფრთხილეს, რომ ხელფასები აღარ გაეზრდებათ.
გაერთიანებულ სამეფოში ბევრი დამსაქმებელი, ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ხელფასების გაზრდას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პერსონალისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPD) ბოლო მოხსენებაში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ბევრმა კომპანიამ დასაქმების გეგმები შეცვალა, ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.
2023 წლის ბოლო კვარტალში, დიდ ბრიტანეთში საშუალო ხელფასის მოსალოდნელი ზრდა 4%-მდე შემცირდა. წინა მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. ეს არის პირველი კლება Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.
ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ბრიტანელების მსყიდველუნარიანობაზე, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ცხოვრების ხარჯები იზრდება.
გამოკითხვამ, რომელიც წინა თვეში ჩატარდა და 2000-ზე მეტ დამსაქმებელს მოიცავდა, აჩვენა, რომ მათი დაახლოებით მესამედი აპირებს დაამატონ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში, ხოლო 10% გეგმავს შემცირებას.
თებერვლის დასაწყისში, ეკონომიკური და სოციალური კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIESR) აღნიშნა, რომ ბიზნესი სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ადგილობრივი კადრებზე და ვაკანსიების შევსებას უცხოეთიდან კადრების მოზიდვით ცდილობენ.
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის(ONS) თანახმად, უმუშევრობის გამო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილია 2015 წლის 3,5 მილიონიდან. 2,8 მილიონი ადამიანი ამბობს, რომ არც დასაქმებულია არიან და არც აქტიურად ეძებს სამსახურს.