რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, ავიალაინერების გაუმართაობის გამო, 21-23 თებერვალს დაგეგმილი ერთბაშად ექვსი რეისი გადადო.
ავიარეისები რუსეთის ქალაქებიდან ფუკეტში, ტაილანდში უნდა შესრულებულიყო. ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
Red Wings ფრენებს რუსეთის ქალაქებიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებშიც ახორციელებს. კომპანია მგზავრების გადაყვანისთვის განახლებულ Ту-214-საც იყენებს.
რუსეთში ადგილობრივი ავიახაზების თვითმფრინავების გაუმართაობასა და დაზიანებასთან დაკავშირებული ინციდენტები გაზრდილია. მსგავსი შემთხვევების მატება დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რის შედეგად, რუსეთისთვის ავიალაინერების და მათი სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეწყდა.