ქართული მწვანილის ექსპორტი 61%-ით შემცირდა.
თუ 2023 წლის იანვარში საქართველოდან ადგილობრივი წარმოების $717,4 ათასის (621,6 ტონა) ღირებულების მწვანილი გავიდა, წელს იანვარში ამ მაჩვენებელმა $280,3 ათასი (242,5 ტონა) შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ქართული მწვანილი მხოლოდ 4 ქვეყანაში გავიდა, კერძოდ:
• უკრაინა – $178,78 ათასი (132,8 ტონა)
• რუსეთი $64,1 ათასი (79,5 ტონა)
• რუმინეთი – $34,5 ათასი (28,2 ტონა)
• სომხეთი $2,84 ათასი (1,92 ტონა)
სამაგიეროდ, გაიზარდა მწვანილის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში შემოვიდა $117 ათასის ღირებულების მწვანილი (139,2 ტონა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $80,5 ათასის ღირებულების (349,7 ტონა).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში მწვანილის მთავარი იმპორტიორი იყო ირანი, სადაც $103,7 ათასის ღირებულების მწვანილი ვიყიდეთ (136,7 ტონა).
$7 ათასის ღირებულების (1 ტონა) მწვანილი იყიდა საქართველომ ისრაელში, $4,24 ათასის ღირებულების (1,23 ტონა) კი ნიდერლანდებში.
მცირე რაოდენობით მწვანილი შემოვიდა ტაილანდიდან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან.