სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა.
გასული წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში
გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში.
გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა (2022 წელს
დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).
სეს-ის განმარტებით, კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში;
კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.
რაც შეეხება დარღვევებს,
- ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან, დარღვევა გამოვლინდა ერთ
ნიმუშში; - სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა.
- საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში.
დარღვევების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე:
(https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474
https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483).
სეს-ის ინფორმაციით, ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება; წლიური
მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.
2023 წლის მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე https://nfa.gov.ge/Ge/StateControl