გერმანიაში საჰაერო მიმოსვლა მომავალ კვირას გაფიცვების გამო ისევ შეფერხდება.
20 თებერვალს გერმანიის დიდ ქალაქებში Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცებიან. ამის შესახებ Bloomberg წერს. გაფიცვა სამშაბათს დილით დაიწყება და ოთხშაბათს 7:10 საათზე დასრულდება.
Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცებიან ფრანკფურტში, მიუნხენში და გერმანიის სხვა აეროპორტებში.
ეს სავარაუდოდ ფრენების ნაწილის გაუქმებას და დაგვიანებას გამოიწვევს.
ბარგის დამმუშავებლები და სხვა სახმელეთო მუშაკები თებერვლის დასაწყისშიც გაიფიცნენ, რის გამოც Lufthansa-ს დაგეგმილი ფრენების 80%-90%-მდე გაუქმდა.
გაფიცულები მოითხოვენ ხელფასის 12,5%-ით გაზრდას, ან მინიმუმ 500 ევროს მომატებას, ასევე ინფლაციის ბონუსს-3000 ევროს ოდენობით.
პროფკავშირებსა და ავიაკომპანიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ოთხშაბათს, 21 თებერვალს არის დაგეგმილი.