ევროკომისია აპირებს დააჯარიმოს Apple სტრიმინგის მუსიკის ბაზარზე მონოპოლისტური უპირატესობის გამოყენების გამო. ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მარეგულირებელი კომისია, 500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას ტექნოლოგიურ გიგანტს, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დაკაისრებს
Apple-ს მარეგულირებელთან Spotify-მა 2019 წელს უჩივლა. ის Apple ადანაშაულებდა, რომ საკუთარ პლატფორმას კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებისთვის იყენებდა.
გამოძიება შეეცადა გაერკვია, შეუზღუდა თუ არა Apple-მა მომხმარებლებს წვდომა უფრო იაფი მუსიკალურალური ალტერნატივების გამოწერებზე.
კომისიამ დაადგინა, რომ Apple ზღუდავდა iPhone-ის მომხმარებლების ხელმისაწვდომობას მუსიკალური სერვისების უფრო იაფ ალტერნატივებზე. შესაბამისად, მომხმარებლებს ართმევდა ალტერნატიული სერვისების გამოყენების შესაძლებლობას, App Store-ის მიღმა.
კომისიამ მიიჩნია, რომ Apple-ის ქმედებები უკანონოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს.
Apple გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.