დღევანდელი, 16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6432 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.72 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8467 ლარს შეადგენს.
0,74 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,3273 ლარია.
1 თურქული ლირა 8,58 თეთრი ღირს.