ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში თავისი $4 მილიარდზე მეტი ღირებულების აქცია გაყიდა.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც ბეზოსმა 1994 წელს დააარსა, განაცხადა, რომ მას ამ თვეში უკვე Amazon-ის 24 მილიონი აქცია აქვს გაყიდული.
კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბოლოს Amazon-ის აქციები 2021 წელს გაყიდა.
თებერვლის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ბეზოსი 2025 წლის განმავლობაში კიდევ 50 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, რაც დაახლოებით $8,4 მილიარდის ღირებულების იქნება.
საინტერესოა, რომ 2022 წელს ბეზოსმა Amazon-ის აქციების ნაწილი ქველმოქმედების სახით გასცა.
შარშან ის ვაშინგტონიდან საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა, რითაც დაახლოებით $280 მილიონი დაზოგა, გაყიდულ აქციებზე გადასახადების შემცირების ხარჯზე.
ვაშინგტონის შტატში აქციების ან სხვა გრძელვადიანი ინვესტიციების გაყიდვიდან $250,000-ზე ზემოთ მიღებული მოგება 7%-ით იბეგრება. ფლორიდას კი ასეთი გადასახადი არ აქვს. ბეზოსი მხოლოდ ფედერალურ გადასახადებს გადაიხდის.
მულტიმილიარდერმა თქვა, რომ მისი მშობლები დაბრუნდნენ მაიამიში, სადაც მან ბავშვობა გაატარა და სურდა მათთან ახლოს ყოფილიყო.
ბეზოსი რჩება Amazon-ის უმსხვილეს აქციონერად და მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად. მისი ქონება $190 მილიარდზე მეტია.