ჩინეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ პრობლემები სამომხმარებლო საქონლის ბევრ გლობალურ კომპანიაში შექმნა.
იაპონურმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Shiseido წლიური შემოსავლის 40%-იანი კლების შესახებ აცხადებს და ამას ჩინეთში გაყიდვების კლებით ხნის.
ჩინეთში სამომხმარებლო ხარჯების შეზღუდვის გამო მოგება შეუმცირდა L’Oreal-ს და Estee Lauder–ს.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ არის კარგი”, – თქვა Shiseido-ს პრეზიდენტმა კენტარო ფუჯივარამ ჩინეთის ბაზრიდან შემოსავლების მიმოხილვისას.
ჩინეთის წილი Shiseido-ს გაყიდვებში დაახლოებით 25%-ს აღემატება.
L’Oreal-მა გაყიდვები შენელდა მეოთხე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით, რაც ნაწილობრივ ჩინეთის ბაზრის გავლენაა.
Estee Lauder-მა თებერვლის დასაწყისში კომპანიებში დასაქმებულთა რიცხვი 3-5%-ით შეამცირა, ჩინეთის მოთხოვნის კლების ფონზე.
ჩინეთის სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების ბაზარი დაახლოებით $80 მილიარდად არის შეფასებული.
მაგრამ ახლა ჩინელი მომხმარებლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მოგზაურობისას, ნაკლებს ხარჯავენ. ამის გამო, ზოგიერთი ბრენდი იძულებული გახდა ფასდაკლებები გამოეცხადებინა.
იაპონური კოსმეტიკური ბრენდის გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა ფუკუშიმას ატომური სადგურიდან წყლის დაბინძურების პრობლემამაც.
Shiseido ელის, რომ გაყიდვების გაუარესება 2024 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.
კომპანიის აქციების ფასი, ბოლო ერთ წელიწადში, 35%-ით დაეცა.