2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით ($856.7 მლნ-ით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი 17.3% ით ($608.7 მლნ-ით). აღნიშნულ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ რეკორდული $4.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.
2023 წელს საქართველოში 7,072 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ გაზრდილია მოგზაურების დანახარჯები. 2023 წელს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს, პანდემიამდელი პერიოდთან შედარებით, მეტი თანხის დახარჯვა მოუხდათ,
რაც შეეხება გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს, მოგზაურობიდან $873,677 მილიონის შემოსავალი შემოვიდა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%-ია.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1, 505-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.