აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მონაცემებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით გაზის ექსპორტის მოცულობა 6,9%-ით გაიზარდა. საქართველოში კი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი თანხობრივად თითქმის 9,5%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2022 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან $345,176 მლნ-ის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი $313,450 მლნ-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად აზერბაიჯანს, SOCAR-ის მონაცემებით, 2023 წელს გაზის ექსპორტი აზერბაიჯანიდან 2022 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 23.856 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
გასულ წელს აზერბაიჯანის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც SOCAR-ის შემადგენლობაშია, 3, 507 მილიარდ კუბურ მეტრამდე აირი გადაამუშავა. (ზრდა 1,6%).
ამასთან, აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2023 წელს გაზის მოპოვებამ 48,496 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა (ზრდა 3,8%). ამასთან, კომერციული გაზის წარმოება 36,418 მლრდ კუბური მეტრი იყო (ზრდა 4,2%).