საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა.
აღნიშნული მონაცემის მიხედვით, რომელსაც საქსტატის მიერ საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ ზუსტდება, 2023 წელს საქართველოს რეალური მშპ გაზრდილია და 7,5% შეადგენს, 7%-ის ნაცვლად.
მიმდინარე ფასებში მშპ-მა 80,2 მილიარდი ლარი შეადგინა, დაანგარიშებამდე არსებული 79,7 მილიარდის ნაცვლად.
გაზრდილია მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულზე – $8 170-მდე, არსებული $8 112-ის ნაცვლად.
განახლებული მონაცემების თანახმად, მომატებულია წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც.
საქსტატის განმარტებით, ყოველწლიური დაზუსტების გარდა, მშპ-ის მონაცემები ეტაპობრივად გადასინჯვას ექვემდებარება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის
მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა.
მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.