დღევანდელი, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6543 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8584 ლარს შეადგენს.
1 გირვანქა სტერლინგის ფასი 3.3455 ლარია.
1 თურქული ლირა 8,65 თეთრი ღირს.