რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის თანახმად, 2024-2025 წელს ქვეყანაში გზების მშენებლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უნდა დასრულდეს.
რომელი მაგისტრალები აშენდება წელს
2024 წელს დასრულდება:
-
თბილისი-საგარეჯოს გზის 31 კმ-იანი მონაკვეთი;
-
ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთი;
-
გაიხსნება რიკოთის გზის მშენებარე მონაკვეთები;
-
ქვეშეთი კობის მონაკვეთზე გაიჭრება 9 კმ-ის სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი; მთავარი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბი;
-
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზა;
-
გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
-
ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთები;
-
თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი გზის დარჩენილი 3.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
-
ომალოს გზის უსაფრთხოების სამუშაოები.
2025 წელს უნდა დასრულდეს:
-
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა;
-
ქვეშეთი კობის გზა
-
ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის დარჩენილი 25 კმ-იან მონაკვეთი.
საერთო ჯამში, 2024 წელს 400 კმ-მდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
გეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.