საქსტატის თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოში 0%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.
ინფლაციის განულება განაპირობა სურსათის ფასების 2.4%-ით კლებამ, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 3.3%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი იყო ფასების კლება ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში -4,3%-ით.
ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს, ასევე სხვა სამომხმარებლო ჯგუფებში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3%-ით; ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2%-ით.
ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4%) და პირადი ჰიგიენა (4.1%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით.
ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4%-ით;
ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3%), პური და პურპროდუქტები (-9%), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1%).
ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები(2.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), თევზეული (1.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3%-ით.
ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9%).