Galt&Taggart-მა ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი გააკეთა 2024 წლისთვის. შეფასება მოიცავს 2 სცენარს: საბაზისო და პოზიტიურს.
საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება. პოზიტიური სცენარის თანახმად კი, ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.
Galt&Taggart-ის შეფასებით, ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მიღება პოზიტიურად იმოქმედებს ტურიზმის ზრდაზე და ბიზნეს აქტივობაზე.
სავალუტო შემოდინება მაღალ დონეზე დარჩება საბაზო სცენარის თანახმადაც. მათ შორის, ტურიზმიდან შემოსავალი $4,5 მილიარდს მიაღწევს.
პოზიტიური სცენარის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავალი უფრო მაღალი- $4,8 მილიარდი იქნება.
საბაზისო სცენარის თანახმად, საშუალო ინფლაცია წელს 3.5%-ის დონეზე იქნება, რაც ცენტრალურ ბანკს საშუალებას მისცემს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და განაკვეთი წლის ბოლოსთვის 8.5% -მდე შეამციროს.
პოზიტიური სცენარით, ინფლაცია უფრო ნაკლები- 3% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უფრო მეტად, 8%-მდე შემცირდება.
ორივე სცენარის მიხედვით, პოზიტიურია პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით.
აბაზისო სცენარით, ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი დოლართან მიმართებაში 2,7, ევროსთან კი 3 იქნება.
პოზიტიური სცენარით, ლარის კურსი უფრო მყარი იქნება უცხოურ ვალუტასთან. დოლართან მიმართებაში ლარი საშუალოდ 2.65-ის ნიშნულზე იქნება.
Galt&Taggart-ის შეფასებით, ეკონომიკის ზრდას შესაძლოა რისკი შეუქმნას მიმდინარე გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა, თუმცა, ფისკალური ბუფერები და საერთაშორისო რეზერვები პოტენციური შოკების ეფექტურად მართვის მყარ საფუძველს იძლევა.