ევროზონაში სამომხმარებლო ფასები იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარ ანგარიშში.
ინფლაცია შენელებულია დეკემბერთან შედარებით, როდესაც ის 2.9%-ს შეადგენდა.
ევროზონაში ენერგომატარებლების ფასები იანვარში 6,3%-მდე შემცირდა, დეკემბერში არსებული 6,7%-დან, ხოლო მომსახურების სექტორში ინფლაცია 4%-ის დონეზე დარჩა.
სურსათის, ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციაზე ფასების ზრდის ტემპი 6,1%-დან 5,7%-მდე შემცირდა, სამრეწველო პროდუქტების კი 2,5%-დან 2%-მდე ჩამოვიდა.
სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდა, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით, იანვარში ყველაზე დაბალი იყო 2022 წლის მარტის შემდეგ და 3.3%-ს შეადგენდა. ერთი თვით ადრე აღნიშნული მაჩვენებელი 3.4% იყო.