თურქეთის ბანკებმა რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს, ხოლო ფიზიკური პირი კლიენტებისთვის მოთხოვნები გაამკაცრეს.
რუსული კომპანიების ანგარიშები რამდენიმე თურქულმა ბანკმა უკვე დახურა.
რუსული მედია წერს, რომ კერძო ბანკებმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან ზეწოლით მიიღეს. მხარეებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დეკემბერში ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოური კომპანიების მიმართ მეორადი სანქციების შესახებ.
კომპანიებს გამოუცხადეს, რომ დაასრულონ ბანკთან ტრანზაქციები და დახურონ ანგარიშები. სანქციები უმეტესად შეეხოთ ნავთობით და ბუნებრივი აირით მოვაჭრე კომპანიებს, რომლებიც თურქეთს სატრანზიტოდ იყენებდნენ გადახდების და პროდუქციის მიწოდებისთვის.
რაც შეეხება ფიზიკური პირებს, რომლებსაც თურქულ ბანკებში სურთ ანგარიშის გახსნა, ამისთვის მათ დეპოზიტებზე გაზრდილი ნაშთები უნდა განათავსონ.