Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის ბაზრის (FMCG სექტორი) შემოსავლების 21%-ს 4 ბრენდული კომპანია ინაწილებს. ხოლო ბრენდული ქსელების სეგმენტში მათი წილი დაახლოებით 55%-ს შეადგენს.
FMCG სექტორის შემოსავლები სეგმენტების მიხედვით, მლრდ ლარი (დღგ-ს ჩათვლით):
ტოპ 4 კომპანია „ნიკორა”, „2 ნაბიჯი”, „კარფური” და „სპარია“.
აქედან შემოსავლების მიხედვით, „ნიკორას” ყველაზე დიდი 16,8%-იანი წილი აქვს. მეორე 15,8%-ით „ორი ნაბიჯია”, მესამე „კარფურია” 11,4%-ით, ხოლო მეოთხე ადგილს „სპარი“ იკავებს 10,8%-ით.
ბრენდული ქსელების წილი შემოსავლების მიხედვით (საქართველო):
ჯამურ ბაზართან შედარებით, თბილისი მეტად კონცენტრირებულია და ტოპ 4 კომპანიის წილი დედაქალაქში 63%-მდეა.
სულ ადგილობრივ ბაზარზე ბრენდული კომპანიების რაოდენობა 50-ია.
FMCG სექტორი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022 წელს (წლიური ზრდის 33.5%). ეს ეფექტი შესუსტდა მაღალი ბაზის გამო 2023 წელს.
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონებში მათი აქტიური გაფართოება. შედეგად, შემოსავლებში მზარდია რეგიონების წილი.
2023 წლის მონაცემებით, ბრენდული ქსელების შემოსავალი რეგიონებში უფრო სწრაფად გაიზარდა (+42.7%), ვიდრე თბილისში (+22.2%).
მთლიანად FMCG სექტორი 2018-23 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და გასულ წელს 21 მილიარდ ლარს მიაღწია. სექტორი ძირითადად ბრენდული ქსხელების ხარჯზე იზრდება, რომლის წილმა 2018-23 წლებში 21.7%-დან 38.6%-მდე მოიმატა.