დღევანდელი, 29 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6773ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8963 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 0.48 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,4002 ლარია.
1 თურქული ლირა 8.82 თეთრი ღირს.