2023 წლის დეკემბერში თბილისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ქირა. შესაბამისად, საცხოვრებელი უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგები მცირდება.
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, დეკემბრის თვეში უძრავი ქონებიდან ამონაგები კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა, რაც 1.2%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო ნოემბერთან შედარებით ამონაგები 0.3%-ით ნაკლებია.
2023 წლის დეკემბერში, თბილისში, 1 კვ. გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასი $12.2-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 1%-ით არის შემცირებული. ხოლო წლიურად 1%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაქირავებელი ფასი($/კვ.მ)
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, დედაქალაქში კვ. მეტრი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი დეკემბერში $1,205-ს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, ხოლო წლიურად 12%-იანი ზრდაა.
გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ყველაზე მაღალი ვაკესა და მთაწმინდაზეა – საშუალო ფასი $2,000-ის ფარგლებში მერყეობს.
ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით მთაწმინდა (+26%), სამგორი (+20%) და კრწანისი (+19%) გამოირჩეოდა.