ჩინეთის საფონდო ინდექსები ოთხწლიან მინიმუმზეა. ვარდნის გამო უმსხვილესმა საბროკერო კომპანიამ კონკრეტული კლიენტებისთვის გაყიდვები შეაჩერა.
საფონდო ბირჟის ორივე HSCEI (აჩვენებს ჰონგ კონგის საფონდო ბაზრის ეფექტურობას) და Hang Seng (ჩინეთის კომპანიების აქციების ინდექსი, მათ შორის, Red-ჩიპები) ინდექსები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
ჩინეთის CSI 300 ინდექსი (300 კომპანიის აქციების შეწონილი ფასი) გასული წლის განმავლობაში 20.7%-ით შემცირდა და ამჟამად 2019 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა.
2023 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სამრეწველო პროდუქციის 4.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით.
საცალო გაყიდვები 2023 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 7,4%-ით გაიზარდა რაც შენელებაა ნოემბრის 10.1%-იანი ზრდის შემდეგ.
ჩინეთის საწარმოთა ინდექსი 2.4%-ით დაეცა და მიუახლოვდა 20-წლიან მინიმუმს.
საფონდო ბირჟების ვარდნა ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა განაპირობა.
უძრავი ქონების ბაზარი დაეცა, სამრეწველო წარმოების და საცალო გაყიდვების მაჩვენებლები არასტაბილურია. საერთაშორისო ფონდები ჰონგ-კონგიდან სხვა ალტერნატიულ ბირჟებზე გადადიან.
ინდექსების ვარდნაზე იმოქმედა ტექნიკური გიგანტების – Meituan-ისა და Tencent-ის, ასევე ელექტრომობილების მწარმოებლების – Li Auto-ისა და BYD-ის აქციების კლებამაც.
სიტუაციას ართულებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც გავლენას ახდენს ჩიპების სექტორზე.