დღევანდელი, 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6573 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.50 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8917 ლარს შეადგენს.
2.51 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,3559 ლარია.
1 თურქული ლირა 8.83 თეთრი ღირს.