თურქეთმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების მიმართ პროტესტის ნიშნად.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა თურქეთის ოფიციალურ პირებს, არ დასწრებოდნენ შვეიცარიაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს.
როგორც დასავლეთის მედია წერს, თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი აპირებდა შვეიცარიაში ჩასვლას, მაგრამ ერდოღანმა მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
ერდოღანმა გასული წლის 4 ნოემბერს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თურქეთი აღარ აპირებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს. თუმცა, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი რჩება „ისრაელთან კონტაქტზე”.
ერდოღანი აცხადებს, რომ ღაზა პალესტინელ ხალხს ეკუთვნის და შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა აღიაროს, რათა მათ შორის ნებისმიერ საკითხზე შეთანხმება იყოს შესაძლებელი.