ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში $308.3 მლნ (828.1 მლნ ლარი) ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც 42.4%-ით ($227.0 მლნ-ით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება დიდწილად განაპირობა რუსეთის ფედერაციიდან ფულადი ნაკადების 78%-იანმა ვარდნამ.
წინა თვეში, რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, $250 მილიონს შეადგენს. კლების მიუხედავად, რუსეთი ჩამონათვალში მაინც ლიდერობს $71 მილიონის გზავნილებით.
კვლავაც გაიზარდა გზავნილების ოდენობა იტალიიდან, საბერძნეთიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტი ქართველი მიგრანტი იმყოფება.
ქვეყნების ათეული, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის:
- რუსეთი – $71 მილიონი, -78%;
- იტალია – $50 მილიონი, +15%;
- აშშ – $46 მილიონი, +35%;
- საბერძნეთი – $23 მილიონი, +10%;
- გერმანია – $22 მილიონი, +27%;
- ისრაელი – $21 მილიონი, +10%;
- ყაზახეთი – $15 მილიონი, +15%;
- თურქეთი – $8 მილიონი, -13%;
- ესპანეთი – $6 მილიონი, +13%;
- საფრანგეთი – $5 მილიონი, +12%;