დეზინფორმაცია პირველად მოხვდა მოკლევადიანი გლობალური რისკების სიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური რისკების ანგარიშში.
ანგარიში ფორუმის 1490 ექსპერტის გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.
გრძელვადიანი რისკების სიაში პირველ ადგილს იკავებს ბუნებრივი საფრთხეები: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების მოსპობა, რესურსების ნაკლებობა.
მოკლევადიანი რისკები
გამოკითხული ექსპერტების 53% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია წარმოადგენს მთავარ რისკს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების სფეროში. მათი შეფასებით, დეზინფორმაცია კიდევ უფრო დიდ საფრთხეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში შექმნის.
„დეზინფორმაცია რეიტინგის სათავეში მოექცა ორწლიანი პერიოდის განმავლობაში და რისკი, სავარაუდოდ, უფრო გამძაფრდება, რადგან რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე წელს არჩევნები ტარდება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება აღარ საჭიროებს სპეციალურ უნარებს და შეიძლება, განხორციელდეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ახალ ანგარიშში დეზინფორმაციამ გადაასწრო ისეთი რისკებს, როგორიცაა კიბერშეტევები და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უარყოფითი შედეგები.
მოკლევადიანი რისკების სიაში ასევე შედის:
- ექსტრემალური კლიმატური პირობები
- სოციალური თუ პოლიტიკური პოლარიზაცია
- შეიარაღებული კონფლიქტები
- ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა
- ინფლაცია
- იძულებითი მიგრაცია
- რეცესია
- გარემოს დაბინძურება
გრძელვადიანი რისკები
გრძელვადიან რისკებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად გარემოსდაცვითი პრობლემები დასახელდა.
კერძოდ, საფრთხეებად მიჩნეულია:
- ექსტრემალური კლიმატური პირობები,
- კლიმატის კრიტიკული ცვლილება,
- ბიომრავალფეროვნების დაკარგვა,
- ეკოსისტემის განადგურება;
- ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა.
დეზინფორმაცია ასევე შევიდა ამ ჩამონათვალში და ის მეხუთე პოზიციაზეა.