ველოდებით თუ არა ლარის სეზონურ გაუფასურებას?
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ლარის კურსზე ამჟამად რამდენიმე ფაქტორები მოზმედებს. კერძოდ,
• მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია;
• სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები;
• ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, ხოლო საკრედიტო აქტივობის კუთხით, ლარში გაცემული კრედიტები ჭარბობს;
• ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა, სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს;
• ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა $155 მილიონი გაყიდა, ნოემბერში ინტერვენციები უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ $15 მილიონი იყო;
• ლარის სასარგებლოდ მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც;
• ამასთანავე, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა, თუ ბაზრის მონაწილეების უმრავლესობაც ასე ფიქრობს, რეალურად გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.