დასახელებულია 10 ევროპული ქალაქი, რომლებიც წელს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი იქნება. ლიდერთა ათეულში შვეიცარიისა და გერმანიის ორი ქალაქი შევიდა.
რეიტინგი schengenvisainfo.com-მა გამოაქვეყნა.
შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად არის მიჩნეული, ასევე, დაასახელეს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილად 2024 წლისთვის. რეიტინგი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებით კმაყოფილების შეფასების საფუძველზე შედგა.
ევროკავშირის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროპული ქალაქების ცხოვრების ხარისხის რეიტინგს ადგენს, ევროპელების დაახლოებით 90% კმაყოფილია საკუთარ ქალაქში ცხოვრებით.
ანგარიში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია, კმაყოფილების დონე რჩება მაღალი.
როგორც SchengenVisaInfo აღნიშნავს, ათი ადამიანიდან ცხრა ცხოვრებით კმაყოფილებას გამოხატავს.
ანგარიშში აღნიშნულია ტენდენცია, რომ მოქალაქეები პატარა ქალაქებს საცხოვრებლად უკეთესად მიიჩნევენ. ამის მიზეზად სახელდება უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და ადგილობრივი ხელისუფლება. ასეთი ქალაქები საუკეთესოდ ითვლება ხანდაზმული ადამიანებისთვის, ასევე მიგრანტებისთვის და ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.
2024 წლისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ევროპული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია:
1. ციურიხი, შვეიცარია (ცხოვრებით კმაყოფილია მაცხოვრებლების 97%).
2. კოპენჰაგენი, დანია (96%).
3. გრონინგენი, ნიდერლანდები (96%).
4. გდანსკი, პოლონეთი (95%).
5. ლაიფციგი, გერმანია (95%).
6. სტოკჰოლმი, შვედეთი (95%).
7. ჟენევა, შვეიცარია (95%).
8. როსტოკი, გერმანია (94%).
9. კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი (94%).
10. ბრაგა, პორტუგალია (94%).
ამავდროულად, გრონინგენი, ბრაგა და გდანსკი იმ ათ ქალაქს შორისაა, რომლებიც საუკეთესოდ ითვლება ემიგრანტებისთვის. ამ ინდიკატორით საუკეთესოთა სიაში ასევე შედის ქალაქები: კარდიფი (დიდი ბრიტანეთი), ლისაბონი (პორტუგალია), ბარსელონა (ესპანეთი), ტაინსიდი (დიდი ბრიტანეთი), ჰამბურგი (გერმანია), ჰელსინკი (ფინეთი) და გლაზგო (დიდი ბრიტანეთი).
ქალაქები, რომლებმაც მიიღეს ყველაზე დაბალი ქულა ცხოვრებით კმაყოფილების თვალსაზრისით: პალერმო (იტალია), ათენი (საბერძნეთი), სტამბოლი (თურქეთი), ტირანა (ალბანეთი), ნეაპოლი (იტალია), ბელგრადი (სერბეთი), რომი (იტალია), სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია), მისკოლცი (უნგრეთი) და პოდგორიცა (მონტენეგრო).