დღევანდელი, 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6879 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9408 ლარს შეადგენს.
1.44 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,4155 ლარია.
1 თურქული ლირა 8.99 თეთრი ღირს.