მიმდინარე წელს ტურისტებისთვის ახალ გადასახადებს შემოიღებენ პოპულარულ ქალაქებში – ამსტერდამსა და ვენეციაში. ბევრი ქვეყანა ასევე გეგმავს ტურისტული მოსაკრებლის გაზრდას.
ამ გზით მუნიციპალური ხელისუფლება გეგმავს, მოიზიდოს დამატებით დაფინანსება, შეაკავოს ჭარბი ტურიზმი ან მიაღწიოს თავის მწვანე მიზნებს. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს.
საფასური დამოკიდებული იქნება გატარებული დღეების რაოდენობაზე, დანიშნულების ადგილის პოპულარობაზე, სეზონსა და სასტუმროს ვარსკვლავებზე.
ევროპის ქალაქები, სადაც ახალ ტურისტულ გადასახადებს დააწესებენ:
ამსტერდამი, ნიდერლანდები
ამსტერდამი, რომელსაც უკვე აქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადი, გეგმავს ფასების გაზრდას 2024 წელს. ქალაქში სასტუმროს ნომრის გადასახადი 7-დან 12,5%-მდე მოიმატებს, ხოლო საკრუიზო გემზე მგზავრების ტარიფი €8-დან €11-მდე გაიზრდება.
შემოსავალს ჭარბი ტურიზმის შედეგებთან საბრძოლველად და სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენებენ.
ბარსელონა და ვალენსია, ესპანეთი
ბარსელონა აპირებს, გაზარდოს მუნიციპალური ტურისტული გადასახადი 2024 წლის აპრილში.
გადასახადი, ამჟამად €2,75-ია ღამეში და ის გაიზრდება €3,25-მდე.
ტურისტულ გადასახადს ვალენსიაშიც შემოიღებენ, რომელიც 50 ცენტიდან €2-მდე იქნება. გადასახადი ვრცელდება ვალენსიის ყველა რეგიონზე.
ისლანდია
გადაწყვეტილია, რომ ისლანდია ტურისტულ გადასახადს 2024 წელს შემოიღებს, თუმცა ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია. მიღებული თანხა მოხმარდება მიზანს, ისლანდია გახდეს ნახშირბადით ნეიტრალური ქვეყანა 2040 წლისთვის.
ოლჰაო, პორტუგალია
ოლჰაომ, პორტუგალიის სათევზაო პორტმა, ტურისტული გადასახადი 2023 წლის ივნისში შემოიღო. ვიზიტორებს ერთ ღამეზე €2-ს გადახდა მოუწევთ სეზონზე, ხოლო €1-ს – წლის დანარჩენ პერიოდში.
ვენეცია, იტალია
ვენეციაში ჩასულ ტურისტებს 2024 წელს შესაძლოა, €5 გადაახდევინონ 30 დღის ხანგრძლივობის ვიზიტზე. ქალაქი ამგვარად ცდილობს მასობრივი ტურიზმის მართვას. საფასური ვრცელდება 14 წელზე უფროსი ასაკის ვიზიტორებზე.
დანია
დანია 2025 წელს ფრენებზე „სამგზავრო გადასახადის“ შემოღებას გეგმავს. მგზავრებს დაახლოებით €8,4-ით დაბეგრავენ ევროპის შიგნით ფრენისას, €32-ით – საშუალო მანძილის ფრენებისთვის და €51-ით – შორ მანძილზე ფრენებისთვის. შემოსავალი შიდა ფრენების მთლიანად მდგრად საწვავზე გადასვლას უნდა მოხმარდეს, რაც 2030 წლისთვის იგეგმება.
ევროკავშირი
2025 წლიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების რეზიდენტები, რომლებიც შედიან ევროპაში სპეციალური სავიზო მოწვევის გარეშე, ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში (ETIAS) უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის საფასური €7 იქნება ერთ ადამიანზე. ეს მიზნად ისახავს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას და ევროკავშირის მოქალაქეების დაცვას.
გაგაცნობთ გადასახადებს ქვეყნების მიხედვით:
ქვეყანა |
გადასახადის ადგილი |
როგორ ითვლება გადასახადი |
ფასი |
ავსტრია |
ვენა, ზალცბურგი |
ადგილის, ღამეების და სეზონის მიხედვით |
€3.2 |
ბელგია |
დიდი ქალაქები |
ღამეების, ადგილის, სასტუმროს რეიტინგის მიხედვით |
€7.50 |
ბულგარეთი |
ყველა სასტუმრო |
ადგილი და სასტუმროს ვარსკვლავი |
€1.50 |
ხორვატია |
ყველა ქალაქი |
უმეტესად სეზონის მიხედვით |
€1.33 |
ჩეხეთი |
პრაღა |
ადგილი, ვიზიტორების რაოდენობა |
€1-მდე |
საფრანგეთი |
ქვეყნის მასშტაბით |
ადგილი, ღამეები, სასტუმროს რეიტინგი |
€4 და ზემოთ |
გერმანია |
დიდი ქალაქები |
ადგილის, სასტუმროს რეიტინგის მიხ. |
სასტუმროს გადასახადის 5% |
Greece |
ყველა ქალაქში |
სასტუმროს ვარსკვლავი, ოთახების რაოდენობა |
€4 |
უნგრეთი |
ბუდაპეშტი |
ქალაქი და გატარებული ღამეების რაოდენობა |
ნომრის ფასის 4% |
იტალია |
პოპულარული ადგილები |
ქალაქი, ღამეების, ოთახის ტიპის მიხ. |
€3-€7 ღამეში |
ნიდერლანდები |
მთელ ქვეყანაში |
ქალაქი და სასტუმროს ვარსკვლავი |
ნომრის 7% |
პორტუგალია |
13 ქალაქი |
ქალაქი, ღამეების რაოდ–ბა |
€2 |
სლოვენია |
ქვეყნის მასშტაბით |
ქალაქი, სასტუმროს ვარსკვლავი |
€3 |
ესპანეთი |
პოპულარული ადგილები |
ქალაქი, ვიზიტორის ასაკი, ღამეები, სასტუმროს ვარსკვლავი, სეზონი |
€4 |
შვეიცარია |
ქვეყნის მასშტაბით |
ლოკაცია, ღამეების რიცხვი, ვიზიტორების რიცხვი |
€2.20 |