დღევანდელი, 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6894 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.07 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9753 ლარია.
2.32 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4228 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 9.10 თეთრი ღირს.