დღევანდელი, 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,10 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6930 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,97 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9960 ლარი შეადგინა.
ლარი 2,07 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4460 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.14 თეთრი ღირს.