დღევანდელი, 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,12 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6920 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,18 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9763 ლარი შეადგინა.
ლარი 0,91 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4253 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.16 თეთრი ღირს.