Galt&Taggart 2024 წლისთვის უცხოური ვალუტის მიმართ ლარის კურსის პროგნოზს გვთავაზობს. მისი შეფასებით, სოლიდური საგარეო შემოდინების გავლენით, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ამავე დროს, ის ეროვნული ვალუტის 2%-იან გამყარებასაც არ გამორიცხავს.
„მოსალოდნელი სოლიდური საგარეო შემოდინება და დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვაძლევს იმის მოლოდინს, რომ 2024 წელს ლარი სტაბილურად დარჩება 2.7-ის დონეზე აშშ დოლართან მიმართებაში და 3,0-ის ნიშნულზე იქნება ევროსთან მიმართებაში”, – ნათქვამია შეფასებაში.
Galt&Taggart აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ზრდის პერსპექტივა, რადგან ქვეყანა 2024 წელს იწყებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, მომხმარებელთა და ბიზნესის ნდობის გაძლიერებით.