სად იყიდება ქართული ლუდი
ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში წლიურად 98.7%-ით გაიზარდა $7.9 მლნ-მდე და Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წელს $8.5 მლნ-ს მიაღწევს,
ექსპორტის ზრდა ძირითადად, ყაზახეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში გაზრდილმა გაყიდვებმა განაპირობა.
ექსპორტზე ჯამური წარმოების მხოლოდ 4% გადის. 2023 წელს საქართველოში წარმოებული ლუდი გავიდა 28 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ქართულ ლუდზე მოთხოვნა გაზრდილია ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან.
ამ ქვეყნებში ლუდს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობდნენ. 2022 წლიდან რუსეთი ჩანაცვლდა ქართული წარმოების საერთაშორისო ბრენდებით.
საქართველოში ლუდის წარმოება წლიურად საშუალოდ 3%-ით იზარდება (2016-23 წლებში) და Galt&Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს 126 მლნ ლიტრს მიაღწევს.