თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress თბილისის მიმართულებით თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.
პირველი რეისი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით 28 მაისს შესრულდება. 2 ივნისს იზმირიდან და 5 ივნისიდან დედაქალაქ ანკარადან.
ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, თბილისის მიმართულებით კვირაში 5 რეისს შესრულებს. ავიაკომპანიას კვირაში 2-2 ფრენა ექნება ანტალიიდან და იზმირიდან.
SunExpress 30 წლის წინ Turkish Airlines-მა და Lufhansa-მ დააფუძნეს. SunExpress დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის ძირითადად ორიენტირებულია დასასვენებელ მარშრუტებზე. ავიაკომპანიას რამდენიმე მარშრუტებზე წამყვან პოზიციებს ფლობს, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო მომგებიანობის მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნება მისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
SunExpress სიდიდით მესამე საერთაშორისო ავიაკომპანია თურქეთში, Turkish Airlines-ის და Pegasus-ის შემდეგ. თუმცა, მათ ბევრად ჩამოუვარდება.