საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ნოემბერშიც შემცირდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.3%-ით არის შემცირებული და $2, 569.8 მილიარდს შეადგენს.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 46%-ს შეადგენს. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იკლებს, ხოლო რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში იზრდება.
ადგილობრივმა ექსპორტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც, ძირითადად, ფეროშენადნობების (-66.9%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (-49,9%) და აზოტოვანი სასუქების(-41%) ექსპორტის კლებით არის გამოწვეული.
12,4$-ით არის შემცირებული თხილის ექსპორტიც.
რაც შეეხება მთლიანად ექსპორტს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მისი მოცულობა $5,584 მილიარდს შეადგენს, რაც 11.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.