დღევანდელი, 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,14 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6802 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,54 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9252 ლარი შეადგინა.
ლარი 3,40 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3, 3950 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.22 თეთრი ღირს.