გერმანიამ ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ საფასურის სახით 2,5-ჯერ მეტს იხდის.
გერმანიის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ- სექტემბერში 2,5-ჯერ ნაკლები აირია შესყიდული, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შემცირებული იმპორტის მიუხედავად, ქვეყანამ თანხების დაზოგვა ვერ შეძლო, რადგან გაზის ფასი ამ პერიოდის განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში ბუნებრივი აირის იმპორტი წინა წლის შესაბამის თვეებში 65,9 მილიარდი კუბ. მეტრიდან 47,9 მილიარდ კუბ. მეტრამდე შემცირდა. ხოლო საშუალო წლიური ფასი 1 კუბურ მეტრზე $0,19-დან $0,48-მდე გაიზარდა.
ენერგორესურსების გაძვირებაში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი დაადანაშაულა.
საპასუხოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა სოციალურ მედიაში გერმანიის ლიდერი არაკეთილსინდისიერ ადამიანად მოიხსენია.