ინდოეთი მალე გაუსწრებს ჰონგ კონგს და გახდება მსოფლიოში უდიდესი საფონდო ბაზარი. ამის შესახებ Financial Time წერს.
ამ მოლოდინის საფუძველს ქმნის ინვესტორების ოპტიმისტური განწყობა ინდოეთის ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.
ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ოქტომბრის ბოლოსთვის $3,7 ტრილიონი შეადგინა, ხოლო ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის $3,9 ტრილიონი იყო.
ინდოეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებმა მოიმატა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ. ინდოეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს აშშ-ის, ჩინეთის, ევროკავშირისა და იაპონიის შემდეგ.
ამავდროულად, ჰონგ კონგში საფონდო ინდექსები დაეცა ჩინეთის ეკონომიკის შემცირების გამო.
გასული ათწლეულის განმავლობაში ინდური და ჩინური აქციები თითქმის თანაბარ დონეზე იყო.
ინვესტორებს ინდოეთში მოხმარების მაღალი დონე იზიდავთ. მდიდარი ინდოელები უძრავ ქონებაზე და ფუფუნების საგნებზე უფრო მეტს ხარჯავენ. ასევე გაზრდილია მთავრობის დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე.
სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინდოეთის ეკონომიკა წელს 6,3%-ით გაიზრდება, ჩინეთის მშპ – 5%-ით.
FT წინა კვირაში წერდა, რომ Apple-მა, რომელსაც თავისი საწარმოო ბაზის უმეტესი ნაწილი ჩინეთში აქვს, სთხოვა კომპონენტების მომწოდებლებს, ბატარეები iPhone 16-ისთვის ინდური ქარხნებიდან შეისყიდონ.