დღევანდელი, 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,95 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6695 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,57 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8793 ლარი შეადგინა.
ლარი 1,12 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3, 3590 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.21 თეთრი ღირს.