დღევანდელი, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,77 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6860 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,91 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8987 ლარი შეადგინა.
ლარი 1,86თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,3846 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.28 თეთრი ღირს.