ბიტკოინის ფასმა წელს პირველად $40,000 დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ფასმა დღევანდელ ვაჭრობაზე $41,522 მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია 2022 წლის აპრილის შემდეგ.
კრიპტოვალუტების ღირებულებაზე ახლა ყველაზე მეტად FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი მოქმედებს.
ბიტკოინის და ეთერიუმის მიმართ ინტერესი გაზრდილია.
ეთერიუმის ფასმა დღევანდელ ვაჭრობაზე ასევე მიმდინარე წლის მაქსიმუმს მიაღწია და $2,253 შეადგინა.
ორივე კრიპტოვალუტის ფასი ჯერ კიდევ ბევრად დაბალია 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, როცა მათი ღირებულება შესაბამისად, $60,000-ს და $4,000-ს აჭარბებდა.