დღევანდელი, 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,43 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7086 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,86 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9583 ლარი შეადგინა.
ლარი 1,47 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4261 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.38 თეთრი ღირს.