კომერციული მომხმარებლებისთვის საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი ისევ ძვირდება.
სექტემბერში 13-თეთრიანი გაიაფების შემდეგ, ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიები სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი და თელავიგაზი კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურს ისევ აძვირებენ.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სოკარ ჯორჯია გაზის და საქორგგაზის მომხმარებლებისთვის ფასი 4 თეთრით მოიმატებს და 1მ3 ბუნებრივი გაზის საფასური გახდება 1,29 ლარი დღგ-ის ჩათვლით. იგივე იქნება თელავგაზის ტარიფი – 1.29 ლარი.
ამ კომპანიების კომერციული მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.25 ლარს იხდიდნენ.
ტარიფი უცვლელი დარჩება პურის საცხობებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული.