დღევანდელი, 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,01 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7129 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,64 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9769ლარი შეადგინა.
ლარი 1,34 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4408 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.38 თეთრი ღირს.