დღევანდელი, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით მცირედით – 0.06 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0,36 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9594 ლარი შეადგინა.
ლარი 1,16 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4081 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.39 თეთრი ღირს.