უკრაინა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მორიგ, €1,5 მილიარდის ოდენობის ტრანშს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 22 ნოემბერს გაავრცელა. დახმარების მორიგ ტრანშს ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღებს.
„უკრაინის მიმართ ჩვენმა ფინანსურმა მხარდაჭერამ უკვე €85 მილიარდს მიაღწია“, – აღნიშნა ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელება.
„ფინანსური მხარდაჭერა კიდევ მეტი იქნება. უკრაინა 2027 წლამდე €50 მილიარდს მიიღებს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
2022 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 2023 წლის მაკროფინანსური დახმარების შესახებ (€18 მილიარდის ოდენობით). საპროცენტო ხარჯების დიდ ნაწილს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ. უკრაინას სესხების დაფარვა 35 წლის განმავლობაში მოუწევს და გადახდას 2033 წლიდან დაიწყებს.
აღნიშნული დახმარების პირველი ტრანში, €3 მილიარდის მოცულობით, უკრაინამ ევროკომისიისგან იანვარში მიიღო.